უკრაინის კრიზისი

უკრაინა მზადაა, 9 დეკემბრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოაცხადოს

www.telegraph.co.uk

9 დეკემბრიდან უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებას სეპარატისტებიც შეასრულებენ, უკრაინა მზადაა, ფრონტიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა დაიწყოს.

ბოლო დღეებში საბრძოლო მოქმედებები გააქტიურდა დონეცკის აეროპორტის გარშემო. უკრაინული წყაროების ცნობით, ღამით ტერორისტებმა და რუსმა სამხედროებმა აეროპორტზე ახალი იერიში მიიტანეს. ძველი ტერმინალის შენობის დაზიანების გამო უკრაინელ სამხედროებს მისი დატოვება მოუხდათ. არიან დაღუპულები და დაჭრილები. თუმცა, ოფიციალური წყაროები ამ ცნობებს ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

 

კომენტარები