აბაშიძე-კარასინის ფორმატი

ზაქარეიშვილი: აბაშიძე-კარასინის ფორმატი ყველაზე მისაღებია და არ უნდა გადაიხედოს

ეს საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება და ბუნებრივია, ეს საკითხი ჩემამდე პირდაპირ ვერ მოვიდოდა. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ უნდა გადაიხედოს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი. ვინაიდან, ჩვენ, რუსეთ-საქართველოს ომის გამო, რუსეთთან შეწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ფორმით უნდა არსებობდეს რუსეთთან ურთიერთობა. ჩემი აზრით, ეს ფორმა ყველაზე მისაღებია, რომელიც ნაკლებად არის სამართლებრივად გაფორმებული და მხოლოდ პოლიტიკური ხასიათი აქვს. ამ ფორმატით ბევრი საკითხის მიღება შეიძლება. ამიტომ არ უნდა გადაიხედოს.

უპასუხა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კითხვას, უნდა გადაიხედოს თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატი.

კომენტარები