კრიზისი უკრაინაში

ობამა და ტუსკი უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებაზე შეთანხმდნენ

worldtribune.com

ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში დივერსიული პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში რუსეთს დამატებითი სანქციებით ემუქრებიან. აღნიშნული საკითხი ბარაკ ობამამ და დონალდ ტუსკმა სატელეფონო საუბარში განიხილეს. მათი თქმით, ზეწოლა რუსეთზე მანამდე არ შეწყდება, სანამ რუსეთი მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

ობამამ დონალდ ტუსკს ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოსტის დაკავება მიულოცა. ლიდერები ასევე უკრაინისთვის რეფორმების პროცესში მხარდაჭერასა და მისთვის ფინანსურ დახმარებაზეც შეთანხმდნენ.

კომენტარები