ფარული მოსმენები

პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტის მომხრე 81 დეპუტატი იყო, ხოლო ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს ხმა 80-მა დეპუტატმა მისცა.

ამ გადაწყვეტილებით, პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი მეორედ მიიღო.

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.

გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების შესახებ პარლამენტის მიღებულ კანონპროექტს ვეტო გუშინ დაადო. ასევე, საკანონმდებლო ორგაოს საკუთარი შენიშვნები გადაუგზავნა, რომელიც დეპუტატებმა არ გაიზიარეს.

კომენტარები