ფარული მოსმენები

კოჟორიძე: მოსმენებზე პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი უკეთესია

Medianews

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის შეფასებით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა იმის მანიშნებელი იქნება, რომ ვიღაცას მართლა უნდა, უკანონო მოსმენები გააგრძელოს. მისივე თქმით, ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზება მისაღებია, რადგან ამ შემთხვევაში გასაღები შს სამინისტროს ხელში არ იქნება. 

"პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანონპროექტის კონცეფცია ბევრად უკეთესია იმაზე, რაც პარლამენტმა მიიღო. მისი უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ შს სამინისტროს გასაღები არ აქვს. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში გასაღები რჩება შს სამინისტროში, რაც ნიშნავს უკანონო მოსმენის შესაძლებლობის დატოვებას. ანუ, თუ მოინდომებს ამას შს სამინისტრო, გააკეთებს და შესაბამისად, ჩვენ სამართალდამცველი სტრუქტურის კეთილ ნებაზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული. პრეზიდენტის ვერსიაში გასაღები არ არის შს სამინისტროში და სასამართლო არის როგორც ნებართვის გამცემი, ასევე გასაღების გადამატრიალებელი ორგანო. პრეზიდენტის ამ შეთავაზებაზე ვეტოს დაძლევა მიმანიშნებელი იქნება, რომ ვიღაცას მართლა უნდა, უკანონო მოსმენები გააგრძელოს", - განაცხადა კოჟორიძემ და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა უნდა განახორციელონ ფარული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მთავარია, როგორ გააკეთებენ ამას.

 

კომენტარები