ფარული მიყურადება

საგანელიძე: გადაწყვეტილება, რომ ამ ვეტოს დავძლევთ, უკვე მიღებული გვაქვს

რა თქმა უნდა, გავეცნობით, ძალიან ღრმად გავეცნობით და ძალიან კარგად შევისწავლით ამ დოკუმენტს, რა წერია, როგორ წერია. თუმცაღა, გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩვენს მიღებულ კანონს დავიცავთ და ამ ვეტოს დავძლევთ უკვე მიღებული გვაქვს. საერთოდ ყველაფერი უნდა წაიკითხო ადამიანმა, რაც გეხება და რაც საინტერესო შეიძლება, იყოს. თუმცაღა, ის ძირითადი პრინციპი, რომელიც ჩვენს დოკუმენტში იყოს, რომ ერთი გასაღები უნდა ჰქონდეს შსს-ს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრინციპი დაცულია პრეზიდენტის ამ შემოთავაზებაში, დაირღვა აბსოლუტურად პრინციპი, რომ სასამართლო, რომელსაც უნდა ჰქონდეს, პირველ რიგში, სასამართლოს ფუნქციები და მან უნდა მისცეს ნებართვა, ამავე დროს აღმოჩნდა, რომ სასამართლო არის აღმასრულებელი რგოლიც, რაც აბსოლუტური ნონსენსია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე პრეზიდენტის მიერ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტზე ვეტოს დაძლევაზე.

კომენტარები