მელია ტაბულაში

ტაბულას შეფარებული მელია ტყეს დაუბრუნდა

ტაბულას შეფარებული მელია ტყეს დაუბრუნდა.

ერთი კვირის წინ, ტაბულას თანამშრომელმა, თეორემას და რესტორნის რეჟისორმა, ლაშა ცერიაშვილმა, დილის ოთხ საათზე მელია შენიშნა და ამის შესახებ გვაცნობა. 

ალბათ, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ თავდაპირველად "მელია" ლაშა ცერიაშვილის დაღლილობას მივაწერეთ. თუმცა, 2-3 დღეში, უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები გადავამოწმეთ და გავარკვიეთ, რომ რეჟისორის დაღლილობა არაფერ შუაშია და ტაბულას მართლაც აფარებს თავს გარეული ცხოველი. 

ზოოპარკის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ მელიას ხაფანგი დავუგეთ და დავიჭირეთ.

პარალელურად შეგვეხმიანა მოქალაქე, რომელმაც გვითხრა, რომ მან დაკარგა მოშინაურებული მელა. თუმცა, მათი შეხვედრის შედეგად გაირკვა, რომ ეს ის მელა არ არის.

ზოოპარკის დირექციამ გვირჩია, რომ მელა ტყეში გაგვეშვა. ასეც მოვიქეცით.

ტაბულა მადლობას უხდის ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს გაწეული დახმარებისთვის.

კომენტარები