ტაბულას შენობაში რამდენიმე დღის წინ მელია შენიშნეს. დაცვის თანამშრომლებმა მელია გუშინაც დაინახეს.
აღნიშნულის გადასამოწმებლად უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები შემოწმდა, რითიც მელიის არსებობა დადასტურდა.
ტაბულა ზოოპარკის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. მელიას უახლოეს საათებში წაიყვანენ.