ფარული მიყურადება

იზორია: ეს პრეზიდენტის ერთგვარი უპასუხისმგებლობაა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე

პრეზიდენტის შენიშვნები ჯერ კიდევ არ არის მომზადებული, მომზადების პროცესშია, ამიტომ ასეთ თემებთან, რომელიც უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს, ასეთი მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. რატომ უპასუხისმგებლო - იმიტომ, რომ თავად მისივე გადაწყვეტილებით, შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მიეღო პარლამენტს გადაწყვეტილება. კერძოდ, პირველ დეკემბრამდე. პარლამენტს უნდა მიეღო ახალი რეგულაციები. ისინი აკვირდებოდნენ ამ პროცესს, თუ ჰქონდათ წინასწარ მომზადებული გარკვეული ვერსია, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, პარლამენტარებთან შეხვედრების დროს, დისკუსიის ფარგლებში გაემხილათ თავიანთი მოსაზრებები. ერთგვარი უპასუხისმგებლობაა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე

შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ფარულ მიყურადებაზე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტოსთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა შენიშვნები დღეს უნდა გაუგზავნოს პარლამენტს.

კომენტარები