მთავარი პროკურატურა

პროკურატურა სააკაშვილის ოპერატორის დაკითხვაზე კომენტარს არ აკეთებს

ტაბულა მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა კითხვით, თუ რისი ძიების ფარგლებში დაიკითხა ყოფილი პრეზიდენტის პირადი ოპერატორი, მაგრამ უწყება ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

ადვოკატ ოთარ კახიძის ინფორმაციით კი, თამაზ შავშიაშვილი პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხეს, რაც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება. მისი თქმით, გამოძიება გენოციდსა და ჰუმანიტარულ დარღვევაზე მიმდინარეობს. 

კომენტარები