მთავარი პროკურატურა

გიორგი ბადაშვილი თავისი ყოფილი მოადგილის, ირაკლი შოთაძის მოადგილედ დაინიშნა

მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის მოადგილედ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ბადაშვილი 2014-2015 წლებში მთავარი პროკურორი იყო, ხოლო მისი მოადგილე - ირაკლი შოთაძე.

გიორგი ბადაშვილმა მთავარი პროკურორის პოსტი 2015 წლის 2 დეკემბერს დატოვა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

კომენტარები