ფარული მოსმენები

პრემიერი მოსმენების შესახებ კანონპროექტზე: ენმ იყენებს თავის არასამთავრობოებს

ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქვეყანას, სადაც ე.წ. ორი გასაღების პრინციპია - ერთი სასამართლოს ხელში, როგორც არასამთავრობოები გვთავაზობენ, და მეორე - მობილური ოპერატორების ხელში. ეს არის კატასტროფა, ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მე და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე პატრიოტი, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი. ძალიან მარტივი ასახსნელია, რომ ამას გეგმავენ ნაციონალები, იყენებენ თავის არასამთავრობოებს, მაგრამ ჩვენ დღეს ვართ სახელმწიფო, სახელმწიფოსთან ასეთი მოპყრობა არავის არ გაუვა... მათი მთავარი მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს პარალიზება, ისინი ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს და ვის ინტერესებშია სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლა, ძალიან კარგად ვიცით.

განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე.

კომენტარები