ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავენ

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავენ. დეპუტატები საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ რეზოლუციას მომხსენებელ ანდრეი მამიკინსის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის თავდაპირველ ტექსტში ინტერფრაქციული კომპრომისის შედეგად, ცვლილებები შევიდა. 

რეზოლუციის ტექსტს აღნიშნული ცვლილებებით კომიტეტზე კენჭს უყრიან.

"ევროპარლამენტი მიესალმება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში; ხაზს უსვამს, რომ ხელშეკრულების რატიფიკაცია არ არის საბოლოო მიზანი და მისი სრული იმპლემენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს, ყველა სხვა ევროპული ქვეყნის მსგავსად, აქვს ევროპული პერსპექტივა და შეუძლია, გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებისათვის იმ პირობით, რომ დემოკრატიის პრინციპების ერთგულია, პატივს სცემს ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, უმცირესობების უფლებებს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას;

ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას და მოუწოდებს მისი სრული კონტროლისა და იმპლემენტაციისკენ, ევროკავშირის კანონმდებლობისა და ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიის სულისკვეთებით. ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უხელმძღვანელოს საინფორმაციო კამპანიას ამ საკითხთან დაკავშირებით;

ევროპარლამენტი მიესალმება სამუშაოს, რომელიც საქართველომ გასწია სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულებების განხორციელებაში; მიესალმება სავიზო მოლაპარაკებებს, მხარს უჭერს თავისუფალ სავიზო რეჟიმს საქართველოსთვის, როგორც ხელშესახებ დადებით მოვლენას საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებელის მისაღებად;

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს მედიის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს. ასევე მისცეს საშუალება მედიას, გააშუქოს დამოუკიდებლად, ობიექტურად პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გარეშე;

ევროპარლამენტიპოზიტიურად მოიხსენიებს ახალი სამუშაო კოდექსის მიღებას და ხაზს უსვამს მისი იმპლემენტაციისა და სამუშაო სტანდარტებისა და სოციალური დიალოგის გაუმჯობესების საჭიროებას, რათა განახორციელოს ის სტანდარტები, რასაც შრომის საერთაშოისო ორგანიზაცია ითვალისწინებს;

ევროპარლამენტს სჯერა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა იყოს ორივე მხარის მიერ დაცული, განსაკუთრებით ის ჩასწორება, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა უნდა მისცეს გარანტია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისუფალი და შეუზღუდავ მიმოსვლასთან დაკავშირებით; 

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის შეშფოთებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ასოცირების პროცესთან დაკავშირებით ადეკვატურად უნდა იყოს ახსნილი. თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, მიიღოს საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები", - წერია რეზოლუციის ტექსტში.

კომენტარები