კრიზისი უკრაინაში

პუტინი: უკრაინას პოლიტიკური ოპონენტების განადგურების უფლებას არ მივცემთ

ვლადიმირ პუტინი
Time

"რუსეთი უფლებას არ მისცემს უკრაინის ხელისუფლებას, გაანადგუროს მისი პოლიტიკური ოპონენტები". ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა გერმანულ ტელეარხ ა-ერ-დესთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ვლადიმირ პუტინმა კიევის პოლიტიკურ ოპონენტებში ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედი სეპარატისტები იგულისხმა. თუმცა პუტინმა აღიარა, რომ მინსკის სამშვიდობო შეთანხმება სეპარატისტების მიზეზითაც ირღვევა.  

კითხვას, საიდან აქვთ სეპარატისტებს მძიმე შეიარაღება, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ თანამედროვე სამყაროში ყველა, ვინც საკუთარ ბრძოლას სამართლიანად მიიჩნევს, შეიარაღებას ყოველთვის იშოვის. 

კომენტარები