ISIS

ISIS-ის ტერორისტებმა კიდევ ერთ ამერიკელს მოკვეთეს თავი

AFP

ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ტერორისტებმა კიდევ ერთ ამერიკელ ტყვეს, პიტერ კესიგს მოკვეთეს თავი.

26 წლის პიტერ კესიგი, რომელიც წარსულში ამერიკული არმიის  სადესანტო დივერსიულ ნაწილში მსახურობდა, სირიაში ჰუმანიტარულ მისიაში იღებდა მონაწილეობას. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა ის ტყვედ 2013 წელს აიყვანეს. მძევლად ყოფნის დროს მან ისლამი მიიღო და აბდულ რაჰმანი დაირქვა. 

16 წუთიან ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოჩნდა, ასევე ნაჩვენებია კადრები, სადაც ისლამისტები რამდენიმე სირიელ ჯარისკაცს კვეთენ თავს.

პიტერ კესიგი მესამე ამერიკელია, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის მებრძოლებმა თავი მოკვეთეს.

კომენტარები