უბედური შემთხვევა

მინისტრი უარყოფს, რომ მისი მოადგილე ნაცემია

ოთარ დანელია
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის დავით გალეგაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისრტმა ოთარ დანელიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც გაგელაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა. მინისტრმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია მისი მოადგილის ცემის შესახებ.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, მაგრამ მე მინდა მივმართო მასმედიის საშუალებას საზოგადოებას ნუ შეიყვანენ შეცდომაში და ნუ დააანონსებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას მაშინ, რიცა ეს ადამიანის ჯანმრთელობას ეხება... წუხელ შემოიყვანეს ბატონი დავითი. მას აღრმიშნება თავის ტრავმა... დაზიანება სავარაუდოდ მიიღო დაცემის შედეგად. ეს რომ ყოფილიყო ცემის ფაქტი, იქნებოდა საქმე აღძრული", – განუცხადა დანელიამ ჟურნალისტებს.

ექიმ–რეანემატოლიგის მაია ჩიკვაიძის ინფორმაციით, გალეგაშვილი კლინიკაში 14 ნოემბერს, 00:39 საათზე შემოვიდა. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მას ქალატვინის დახურული ტრავმა აღენიშნება, რომლიც ზუსტი წარმოშობა დაუდგენელია, სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.

შეგხსენებთ, უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გალეგაშივილმა ტრავმა წაქცევის შედეგად მიიღო.

კომენტარები