უგულავასა და კეზერაშვილის საქმე

უგულავას ადვოკატი მოწმე მერაბ რაფავას ჩვენების ბათილად ცნობას ითხოვს

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ე.წ. თბილსერვისჯგუფის საქმეზე დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლეს ბრალდების მოწმის ჩვენების ბათილად ცნობის  შუამდგომლობით მიმართა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ  მერაბ რაფავა ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლევა და ამის გამო პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსამართლეს დღეს გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან პროკურატურამ საკითხის გაცნობისთვის გონივრული ვადა მოითხოვა. მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილი მომდევნო, 18 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე გახდება.

ე.წ. თბილსერვისჯგუფის ეპიზოდი რიყისა და ტელეკომპანია იმედის გასხვისების საქმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამ საქმეზე გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია დავით კეზერაშვილიც. 

კომენტარები