პოლონეთი

ვარშავაში დამოუკიდებლობის მარში შეტაკებებით დასრულდა

Leszek Szymanski / PAP

პოლონეთის დედაქალაქში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ვარშავაში მშვიდობიან მსვლელობას ნაციონალისტები გამოეყვნენ და პოლიციას ქვები და პეტარდები დაუშინეს. დემონსტრანტთა უმრავლესობა ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების წევრი იყო. შეტაკებების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 300-მდე  დემონსტრანტი დაკავებულია. ეს უკვე მეოთხე დამოუკიდებლობის მარშია პოლონეთის დედაქალაქში,  რომელიც შეტაკებებით სრულება. შარშან დემონსტრანტები რუსეთის საელჩოს დაესხნენ თავს და დაცვის დამხმარე ნაგებობა დაწვეს.

კომენტარები