კრიზისი კოალიციაში

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების სხდომას გედევან ფოფხაძე არ ესწრება

pirveliradio.ge

ამ წუთებში საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების" სხდომა მიმდინარეობს. აღნიშნულ სხდომაზე ფრაქციას სახელი შეეცვლება, მას "ქართული ოცნება" ჩამოშორდება და მხოლოდ "თავისუფალი დემოკრატები" დარჩება.

აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ფრაქციის მხოლოდ შვიდი წევრი იმყოფება. სხდომას არ ესწრება გედევან ფოფხაძე. ასევე, დეპუტატები გია ჯაფარიძე და გელა სამხარაული, რომლებმაც ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს. რაც შეეხება ფოფხაძეს, ის ცოტა ხნის წინ შეხვდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას. როგორც ალასანიამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ხვალინდელ ყრილობაზე ისაუბრეს. ამასთან, დეპუტატ ზურაბ აბაშიძის თქმით, ფოფხაძის გადასაწყვეტია, დარჩება თუ არა ფრაქცია თავისუფალ დემოკრატებში.

კომენტარები