მოსახლეობის აღწერა

პრემიერი ხალხს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი მოსახლეობის აღწერის თემას გამოეხმაურა და მოქალაქეებს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან მაქსიმალური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„აღწერის შედეგად ჩვენ გვექნება უახლესი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის, ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ. აგრეთვე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დაზუსტდება ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ამომრჩევლების რაოდენობა. მინდა, მოსახლეობის გასაგონად განვაცხადო, რომ აღწერის შედეგად მოპოვებული ინდივიდუალური მონაცემების კონფიდენციალურობა იქნება დაცული“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

აღწერის წინასწარი მონაცემები - 2015 წლის აპრილში, საბოლოო შედეგები კი 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება.

კომენტარები