მოსახლეობის აღწერა

საქართველოს მოსახლეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 28.4 ათასი ადამიანით გაიზარდა

2012 წლის 1 იანვრისთვის საქართველოს მოსახლეობამ 4 497,6 ათასი კაცი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებს 28,4 ათასით (0,6% - ით) აღემატება.

საქსტატის ცნობით, დადებითმა მიგრაციულმა სალდომ უკანასკნელი მონაცემებით 20.2 ათასი, ხოლო ბუნებრივმა მატებამ 8.2 ათასი ადამიანი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 53, 2 პროცენტი ქალაქებში ცხოვრობს, ხოლო 46, 8 - სოფლებში. მოსახლეობის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წლის შემდეგ ქვემო ქართლში, თბილისსა და აჭარაში დაფიქსირდა. მოსახლეობის ნაკლები ზრდით სვანეთი და რაჭა-ლეჩხუმი გამოირჩევა.

 

კომენტარები