კრიზისი კოალიციაში

წერეთელი: საჭიროა ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალის თანამშრომლობა

www.radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთლის შეფასებით, "დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ვითარება ქვეყანაში". მისი თქმით, არის სამთავრობო კოლაფსი და მთავრობის ძალიან სერიოზული კრიზისი. წერეთელი აღნიშნავს, რომ "ის პროგნოზები, რომლებიც კეთდებოდა მთავრობის არაადეკვატური პოლიტიკის გამო, მართლდება და დღეს ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ საფრთხეს", დეპუტატის თქმით, "ხალხის პრობლემებზე არავინ ზრუნავს და მნიშვნელოვანი მინისტრები ტოვებენ პოსტებს განცხადებით, რომ ქვეყანაში დიქტატურა მწიფდება და ქვეყნის საგარეო კურსს ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება".

გიგი წერეთლის შეფასებით, "ჩვენ უნდა შევძლოთ ამ პროცესების შეჩერება და ამისთვის საჭიროა ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალის თანამშრომლობა, სასწრაფო სისტემური ცვლილებები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ნაციონალური მოძრაობა, ბუნებრივია, მზად არის, რომ თავის შეთავაზებები გააკეთოს ამ კუთხით".

ცნობისთვის, 4 ნოემბერს საქართველოს პრემიერმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გაათავისუფლა. იქამდე, ალასანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსზე შეტევაში დაადანაშაულა. პროკურატურამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში, 11 პირი დააკავა. მათ შორის, ხუთი მაღალჩინოსანი და სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელები. ალასანიას გადაყენების შემდეგ, თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა მოადგილემ, ასევე, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

კომენტარები