კრიზისი კოალიციაში

ბერძენიშვილი: ალასანია ავანტურისტი არ მგონია, ის წარმატებული მინისტრი იყო

რეპორტიორს უთქვამს, ლევან ბერძენიშვილმა ალასანიას ავანტურისტი უწოდაო. ასეთი რამ არ მითქვამს, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ასე არ ვფიქრობ, ალასანია ავანტურისტი არ მგონია. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: ირაკლი ალასანია იყო ძალიან წარმატებული მინისტრი. მისმა წასვლამ კოალიციიდან მეც და ჩემს კოლეგებსაც გული დაგვწყვიტა.

დაწერა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა Facebook-ზე. ცნობისთვის, დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას "უჭკუო, ავანტურისტი და ამბიციური" უწოდა.

კომენტარები