კრიზისი კოალიციაში

ვიქტორ დოლიძე: ღალატი მოიკითხონ საკუთარ გუნდსა და პროკურატურაში

ვინ ვის უღალატა და ლახვარი ზურგში ვინ ჩასცხო, ეს გვაჩვენა ბოლო დროს მოვლენებმა, მაშინ, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საფრანგეთში ძალიან სერიოზულ თემებზე სასაუბროდ იმყოფებოდა. ღალატი და ლახვრის ჩაცემა მოიკითხონ საკუთარ გუნდში, მოიკითხონ საკუთარ პროკურატურაში, რომელმაც მიზანმიმართული კამპანია წარმართა ირაკლი ალასანიას მისამართით.

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრმა ვიქტორ დოლიძემ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, "ის, რაც გააკეთა ალასანიამ, ჩემთვის პირადად, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის გამარჯვების ღალატია".

კომენტარები