კრიზისი კოალიციაში

ალასანია პრემიერის განცხადებაზე სიურპრიზების შესახებ: რაც უნდათ, ის აკეთონ

რაც უნდათ, ის აკეთონ, პროკურატურას ბოლო დროს მუქარის გარდა არაფერი გაუკეთებია, ვერანაირად ვერ შეაჩერებს თავისუფალი დემოკრატების გეგმებს. თავისუფალი დემოკრატები 8 ნოემბერს ვატარებთ ყრილობას. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდეს, მოვუწოდებ, რომ დაესწროს ამ ყრილობას. ეს იქნება ახალი პოლიტიკური ერის დასაწყისი, იმიტომ, რომ დაიწყება პოლიტიკაში ხალხის დაჯგუფება ღირებულებების ირგვლივ და არა ვიღაცა ვიღაცის წინააღმდეგ.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოება ირაკლი ალასანიაზე კიდევ ბევრ სიურპრიზს გაიგებს.

კომენტარები