კრიზისი კოალიციაში

თავისუფალი დემოკრატები ფრაქციის სხდომას გამართავს

ირაკლი ჩიქოვანი
გოჩა ლეჟავა / www.radiotavisupleba.ge

იმის გასარკვევად, თუ რამდენად ერთსულოვანი დარჩება ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები პარლამენტში, ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების სხდომის დანიშვნა იგეგმება. ამის შესახებ ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა თქვა.

"თავისუფალი დემოკრატები მოიწვევენ ფრაქციის სხდომას და ამ სხდომაზე მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ამას ჩვენ გავაფორმებთ ოფიციალურად, დოკუმენტურად და, შესაბამისად, მივმართავთ როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ისე საორგანიზაციო სამსახურს და ამასთან დაკავშირებით, შემდგომ გავაკეთებთ განცხადებას. მქონდა პირველადი კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან მე, როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს და როცა შედგება ფრაქციის სხდომა, ამის შემდეგ ვისაუბრებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები თამაზ ჯაფარიძემ დატოვა. სავარაუდოდ, იმავე გადაწყვეტილებას მიიღებს გია სამხარაულიც. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ ცნობილი იყო, რომ ფრაქცია უმრავლესობას 10-ვე წევრი ტოვებდა.  

კომენტარები