კრიზისი კოალიციაში

ალასანია: მართალი კაცები სახეს არ კარგავენ, პრემიერმინისტრმა კი, სახე დაკარგა

ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ ყველანაირ კორექტულობას გაცდა პრემიერმინისტრი. ჩემი აზრით, მართალი კაცები, ვისაც სახე აქვთ, სახეს არ კარგავენ. ამ შემთხვევაში პრემიერმინისტრმა სახე დაკარგა. მე მაინც მეძვირფასება ის ერთად გატარებული პერიოდი, ჩემს კოლეგებთან და მთავრობასთან ერთად და, ბუნებრივია, მათ განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ იმ ნაბიჯებმა, რაც გადადგა პროკურატურამ, ჩვენი გზები გაყო, მოვუწოდებ, რომ კორექტულობის ფარგლებში დარჩნენ. მგონია, რომ სახის დაკარგვა ჩვენი პრემიერმინისტრის მხრიდან ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. მე იგივეთი ვერ ვუპასუხებ, პატივს ვცემ ინსტიტუციებს. მე მინდა მას მოვუწოდო, რომ მეორეჯერ ასეთი რამ აღარ გააკეთოს. ეს არასწორია ჩემს მიმართაც, ქვეყნის მიმართაც და თავისი კოლეგების მიმართაც. დარწმუნებული ვარ, მისი დღევანდელი განცხადება არ აღიქმება პოზიტიურად.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ შეფასებებს გამოეხმაურა. პრემიერმა განაცხადა, რომ ალასანია "ერთი უჭკუო, ამბიციური და ავანტურისტი" მინისტრი იყო.

კომენტარები