კრიზისი კოალიციაში

პეტრიაშვილი: ამ ტიპის განცხადებები თავად პრემიერს და მის იმიჯს აზიანებს

ამ ტიპის განცხადებები რეალურად თავად პრემიერს აზიანებს, მისი იმიჯისთვის საზიანოა ნამდვილად, ეს უკვე მისი საზრუნავია. მას არაფერ სიკეთეს არ მოუტანს ასეთი ტიპის განცხადებები, იმიტომ, რომ რეალობა ნამდვილად სხვა არის. ეს საზოგადოებამაც იცის, ეს მანაც კარგად იცის თავად - პრემიერმა ღარიბაშვილმაც იცის და საერთაშორისო თანამეგობრობამაც. ნამდვილად მის იმიჯს უფრო აზიანებს, ვიდრე ირაკლი ალასანიას რამეს დააკლებს.

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები შეაფასა. კერძოდ, პრემიერის თქმით, ირაკლი ალასანია "უჭკუო, ამბიციური და ავანტიურისტი" მინისტრი იყო, ხოლო თავისუფალმა დემოკრატებმა არჩევანი პიროვნებას და სახელმწიფოს შორის გააკეთეს.

კომენტარები