კრიზისი კოალიციაში

პრემიერი: ალასანიაზე მოსახლეობა კიდევ ძალიან ბევრ სიურპრიზს გაიგებს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსახლეობა "ძალიან ბევრ რამეს, კიდევ ძალიან ბევრ სიურპრიზს" გაიგებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას შესახებ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე თქვა.

"ეს იქნება კიდევ ერთი შემარცხვენელი მისთვის პირადად და მისი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც ასევე გაიგებენ ბევრ სიურპრიზს მის შესახებ", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ის უახლოეს დღეებში დანიშნავს ახალ საგარეო საქმეთა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრებს.

"ყველაფერი გაგრძელდება უფრო უკეთესად, ვიდრე იყო მანამდე", - განაცხადა ღარიბაშვილმა და მინისტრებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეფექტიანად გააგრძელონ მუშაობა. 

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან 4 ნოემბერს გაათავისუფლა. იქამდე, ალასანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსზე შეტევაში დაადანაშაულა. პროკურატურამ ბოლო ორი კვირის მანძილზე, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში, 11 პირი დააკავა. მათ შორის, ხუთი მაღალჩინოსანი და სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელები.

კომენტარები