კრიზისი კოალიციაში

პრემიერი: ბატონ ბიძინასთან ერთად მიღწეულ გამარჯვებას როგორ ეუბნებიან უარს?

ირაკლი ღარიბაშვილი დუისში
Irakli Garibashvili Official

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, "რაც გააკეთა ალასანიამ, ჩემთვის პირადად, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის გამარჯვების ღალატია". როგორც მან მთავრობის წევრებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, "ეს არის ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა, რაც ქვეყნის ინტერესს აზიანებს". 

"ალასანიას ეს არაერთხელ გაუკეთებია. ამას ძალიან კარგად დაინახავს მოსახლეობა - ბევრ სიურპრიზს ნახავს. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები და მათი განცხადებები არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არაადეკვატური, აბსურდული, ნაციონალური მოძრაობის სტილის სიცრუე, რაც დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო 2 დღის განმავლობაში მე მომიწია ასეთ აბსურდულ განცხადებებზე საჯარო განმარტების გაკეთება იმისთვის, რომ საბოლოოდ გაგვექარწყლებინა შესაძლო კითხვები და ეჭვები, რაც მათ აბსურდულ განცხადებებს უკავშირდებოდა. თუნდაც ის, რომ მაია ფანჯიკიძეს ჰქონდა დემონსტრაციულად მოადგილეების გაყოლების მცდელობა, ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას და უპატივცემულობას ჩვენი გუნდის წინაშე. ეს ადამიანები სამი წლის განმავლობაში იყვნენ ჩვენთან ერთად ყოველდღე და როგორ შეიძლება, ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაივიწყონ და უარი უთხრან იმ გამარჯვებას, რომელსაც მივაღწიეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ძალიან სამწუხაროა ჩემთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები