კრიზისი კოალიციაში

კულტურის მინისტრი: ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი არამართებულია

primetimenews

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი არამართებულია. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გიორგაძის კომენტარი კულტურის სამინისტრომ გაავრცელა.

"მიმაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი არამართებულია. სახელმწიფოს სიძლიერე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის დგას ძლიერ ინსტიტუციებზე და სტრუქტურები გამართულად მუშაობენ. მთავრობა ხალხის ნების პირდაპირი გამტარებელია, ჩვენი მოსახლეობის არჩევანი კი ცხადი და მყარია. ეს ევროპასთან ინტეგრაციაა. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა გახდეს ნატოსა და დიდი ევროპული ოჯახის წევრი", - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პრემიერმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა, პოსტები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა სამმა მოადგილემ, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები