რესპუბლიკური პარტია

რესპუბლიკური პარტია კოალიციაში რჩება

iverioni.com.ge

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, რესპუბლიკური პარტია კოალიციაში რჩება. ამის შესახებ სამნიძემ კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, იქნება განხილვა კოალიციის მოდელსა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე. 

"ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ევროატლანტიკურ არჩევანს დღეს ხელისუფლებაში ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ასევე ვრჩებით კოალიციაში და ვაპირებთ, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გავაგრძელოთ მსჯელობა, მათ შორის იმ თემაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ რესპუბლიკურმა პარტიამ დააყენა და რომელიც შეეხება მათ შორის კოალიციის მოდელს და დღეს არსებულ გამოწვევებს. დღეს ვისუაბრეთ რომ უახლოეს მომავალში კოალიციის შიგნით გაიხსენბა ეს თემები. მოდელსა და სხვა საკითხებზე მანამდე რომ გვემსჯელა, იმ ტიპის კრიზისი, რაც დღეს არის კოალიციაში, არ იქნებოდა. 

პარტიის თავმჯდომარე ასევე თავისუფალი დემოკრატების მიერ კოალიციის დატოვებასაც შეეხო.

"თავისუფალი დემოკრატების მიერ კოალიცის დატოვება ქართული ოცნებისთვის დიდი დანაკლისია. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადავწყვიტეთ ერთად, რესპუბლიკელებს არსობრივი დაპირისპირება მათთან არასდროს ქონია " - განაცხადა სამნიძემ. 

შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა ირაკლი ალასანიას გუნდმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ალასანიას განცხადებით, თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია ქართული ოცნება დატოვეს.

კომენტარები