კრიზისი კოალიციაში

წულუკიანი: სანამ ქვეყნის მომავალზე მუშაობის სურვილი მექნება , მე ვრჩები პოსტზე

მერე რა, რომ მე იუსტიციის მინისტრის ერთ ქალს მქონია მრავალი სირთულე, მერე რა, რომ თავს ზევით ძალა მომიძებნია, რომ ფეხზე ვმდგარიყავი ან ავმდგარიყავი. ფაქტი ფაქტია მაინც, მე და ჩემს სამინისტროს არასდროს არ გვქონია ხელშეშლა გვევლო მთავრობასთან ერთად ევროპულ გზაზე.
არასდროს არც ერთი და არც მეორე პრემიერმინისტრის მხრიდან, არასდროს არც მოქმედ მინისტრებთან, არც უკვე ყოფილ მინისტრებთან აზრთა სხვადასხვაობა ევროპულ არჩევანზე არ ყოფილა. 2012 წელს ხელისუფლების სათავეში მოსული პოლიტიკური ძალა იყო და არის ევროპული კურსის ერთგული. ეს გზა არის რთული, მაგრამ ეს იყო და არის დღეს მთავრობის განუხრელი კურსი, რადგან არ არსებობს საქართველოს კეთილი მომავალი ევროპული კურსის გარეშე. ეს ასეა დღეს. მანამ ეს ასეა, მანამ, სანამ მე მაქვს სახელმწიფოს მომავლისთვის მუშაობის სურვილი და შესაძლებლობა, მანამ მე და ჩემს გუნდს ამ სამინისტროში გვაქვს თავისუფლება ვიმუშაოთ რეფორმებზე, რომელთაც ჩემი ღრმა რწმენით მიყავს საქართველო ევროპამდე და მანამ, სანამ არ მაქვს და არ მქონია არანაირი საფუძველი მეფიქრა, რომ ჩვენი მთავრობა პროევროპული მთავრობა არ არის, მე და ჩემი გუნდი ვრჩებით იუსტიციის სამინისტროს სათავეში და ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ხელისუფლებისთვის.

განაცხადა იუსტიციის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე

კომენტარები