კრიზისი კოალიციაში

ბესელია: დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ დაიშლება

მე მგონია, რომ ჯერ კიდევ მოვლენებს უნდა დაველოდოთ - ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ასევე ვფიქრობ, რომ თანამშრომლობის სივრცე პარლამენტში, რა თქმა უნდა, არსებობს. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობა არ დაიშლება, ამის რესურსიც არსებობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ადამიანებს ხმებად არ ვითვლი, თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენ თანამშრომლობისთვის და კარგი გადაწყვეტილებებისთვის ერთად ხმის მიცემა და საერთო გადაწყვეტილების მიღებაც არ უნდა გაგვიჭირდეს.

განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების გადაწყვეტილებაზე, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვონ.

კომენტარები