კრიზისი კოალიციაში

ბესელია: ვეთანხმები პრემიერს, მის გადაწყვეტილებას და მის შეფასებებს

მე ვეთანხმები პრემიერმინისტრს, ვეთანხმები მის გადაწყვეტილებას და ვეთანხმები მის შეფასებებს. არ შეიძლებოდა ისეთი გამონათქვამების და შეფასებების გაკეთება, თითქოს ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე ემუქრება და თითქოს ეჭვქვეშ დგება საქართველოს საგარეო კურსი. ამ განცხადებების გაკეთება იყო, დიახ, უპასუხისმგებლო და არ იყო გამართლებული.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ თავდაცვის მინისტრის გადაყენებაზე პრემიერის გადაწყვეტილების შესახებ.

კომენტარები