კრიზისი კოალიციაში

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები საპარლამენტო უმრავლესობიდან გადის

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები საპარლამენტო უმრავლესობიდან გადის. ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომიდან გამოსულმა პარტიის წარმომადგენელმა ნინო გოგუაძემ უთხრა.

"ფრაქცია გავიდა უმრავლესობიდან, თუმცა ქართულ ოცნებას უმრავლესობის შეკრება ალბათ არ გაუჭირდება, მგონია, რომ პროცესები საინტერესოდ წავა", - აღნიშნა გოგუაძემ. 

პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განმარტებით, თავისუფალი დემოკრატები პარლამენტში მათი დაკავებული თანამდებობებიდან არ გადადგებიან, რათა ეს საბოტაჟად არ შეირაცხოს. 

"გპირდებით, რომ თანამდებობიდან არ გადავდგებით", - აღნიშნა აბაშიძემ.

კომენტარები