კრიზისი კოალიციაში

პეტრიაშვილი: ერთი პატარა ჯგუფუკა საქართველოს საგარეო კურსს ვერაფერს დააკლებს

ალექსი პეტრიაშვილი
ქრისტი ფარჯიანი / ტაბულა

ერთი პატარა ჯგუფუკა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს ვერაფერს დააკლებს - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

პეტრიაშვილის თქმით, ის და მისი გუნდი ევროატლანტიკური კურსის სადარაჯოზე იქნებიან და ამ კურსიდან გადახვევას ყველას ძვირად დაუსვამენ.

„მე მინდა გითხრათ ორიოდ სიტყვა, ვიდრემდე წავალ:

1. დიდი მადლობა ყველას თანადგომის და მხარდაჭერისთვის. ჩემი ქმედება და ნაბიჯები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა სითბოც მივიღე გუშინდელი განცხადების შემდეგ!

2. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს და თანამებრძოლებს, რომლებიც დაუღალავად შრომობდნენ დღე და ღამ, რომ დამდგარიყო ის შედეგი საგარეო-პოლიტიკური და სამხედრო-პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებებით!

3. საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი არის ნამდვილად ჩვენი ხალხის არჩევანი და ერთი პატარა ჯგუფუკა, რაც არ უნდა გავლენიანი უწყების იყოს, მას ვერაფერს დააკლებს! და ვერც ვერავინ ვერ დააკლებს! ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები ამ კურსის სადარაჯოზე ვიქნებით და ძალიან ძვირად დავუჯენთ ყველას, ვინც შეეცდება ამ კურსიდან გადახვევას!“ - წერს პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა თანამდებობა დატოვა. პეტრიაშვილმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები