ვიცეპრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის აზრით, არ არის გამორიცხული, რომ თანამდებობები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დატოვონ. ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში განაცხადა.
"ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, თუმცა ნორმალურია, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა აქვთ. მე არ გამიკვირდება, რომ მათ [მაია ფანჯიკიძე და თეა წულუკიანი] ეს გადაწყვეტილება მიიღონ, თუმცა დაველოდოთ", - განაცხადა კალაძემ.
კალაძე ალექსი პეტრიაშვილის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა. კალაძის შეფასებით, საქართველოს მთავარი მონაპოვარი სწორედ ის არის, რომ განსხვავებული აზრის გამო ადამიანები აღარ იდევნებიან.
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, კი ის გადადგომის მოთხოვნით პრემიერს ხვალ მიმართავს.
კრიზისი კოალიციაში
კალაძე: არ გამოვრიცხავ, რომ თანამდებობა ფანჯიკიძემ და წულუკიანმაც დატოვონ

Kakha Kaladze
Tabula




