კრიზისი კოალიციაში

ალასანიას და კოალიციის დაპირისპირების ისტორია

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ აღძრულმა საქმეებმა ალასანიასა და კოალიციას შორის დაპირისპირება სააშკარაოზე გამოიტანა. თუმცა, მისი ცალკეული ნიშნები წარსულშიც იკვეთებოდა. პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და ალასანიას შორის სავარაუდოდ ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფარული აუდიო ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელშიც თავდაცვის მინისტრი ბიძინა ივანიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა. ივანიშვილი პრესკონფერენციებზე იმის შესახებაც საუბრობდა, რომ იყო ჭორები თითქოს ნაციონალური მოძრაობა ალასანიას გადაბირებას ცდილობდა, ყოფილმა პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მან ამის შესახებ თავად თავდაცვის მინისტრსაც კითხა. იგი ასევე საუბრობდა კოალიციაში ჩანერგილების შესახებ და ამ კონტექსტში პარტია თავისუფალ დემოკრატებს მოიხსენიებდა. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა განმარტა, რომ ყველა მოქალაქეს მათ შორის ალასანიასაც უფლება აქვს ის გააკეთოს, რაც მოუნდება, თუმცა, კოალიციის გარეთ. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა გამოკითხვებისა და კვლევების მიხედვით ალასანია ყველაზე რეიტინგულ მინიტრად სახელდება. ერთერთი ინტერვიუს დროს კი ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ალასანიაც კარგი მინისტრია თუმცა იდეალური არავინაა. დაპირისპირებაში იყო ნახევრად კომიკური შემთხვევებიც - ალასანია თურქეთში ვიზიტისას მთავრობის წევრებს სასტუმროშიც დარჩათ, თუმცა შემდეგ განმარტეს, რომ ის ჟურნალისტებმა არ გამოუშვეს და ამიტომ დატოვეს.

კომენტარები