კრიზისი კოალიციაში

ლინკოლნ მიტჩელი: ალასანიას და პეტრიაშვილის წასვლა კოალიციის დასასრულს ნიშნავს

ლინკოლნ მიტჩელი
dfwatch.net

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და 2012 წელს კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის მრჩეველი ლინკოლნ მიტჩელი Twitter-ზე საქართველოში მიმდინარე უახლეს პროცესებს გამოეხმაურა. მიტჩელის შეფასებით, ალასანიას და პეტრიაშვილის მთავრობიდან წასვლა კოალიციის დასასრულს ნიშნავს. 


"ნაციონალური მოძრაობის ინტერესებშია, რომ ალასანიასთან დაახლოებული გამოჩნდეს, მაგრამ ალასანიას ინტერესებშია, რომ დამოუკიდებელი იყოს. საქართველოში ეს ცვლილებები იმის მანიშნებელია, რომ თუ ბევრს მიაღწევ, შესაძლოა გაგაგდონ. ეს ძალიან სამწუხაროა. მთავრობიდან ალასანიასა და პეტრიაშვილის წასვლა კოალიციის დასასრულს ნიშნავს. მოახერხებს საქართველო, რომ ოდესმე პლურალიზმს მიაღწიოს?" - წერს ლინკოლნ მიტჩელი Twitter-ზე.

კომენტარები