კრიზისი კოალიციაში

ბერძენიშვილი: თავისუფალი დემოკრატების გარეშე კოალიციას უმრავლესობა არ აქვს

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობისა და რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი ირაკლი ალასანიას გარშემო მიმდინარე პროცესებს გადაცემა არჩევანში გამოეხმაურა. ბერძენიშვილის განმარტებით, თავისუფალი დემოკრატების 10 მანდატის გარეშე კოალიციას უმრავლესობა ვერ ექნება. 

"ავტორიტეტზე დამყარებული ივანიშვილის კოალიცია დღეს არ მართავს ქვეყანას, ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც არსით ჯერ არ არის კოალიციური. ამიტომ შეთანხმებები კოალიციაში არის საჭირო " - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე განმარტებით რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები იყვნენ ისინი, ვის გარშემოც მოხდა შემდგომში ივანიშვილის მიერ დანარჩენი კოალიციის შემოკრება.

"რაც უნდა მოხდეს, რესპუბლიკელები ვიქნებით ივანიშვილის მადლიერები, მაგრამ მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, რომელიც აჩვენებს, რომ ვართ ახალ რეალობაში. როდესაც რესპუბლიკური პარტიის დღის წესრიგი საჯაროდ გამოვაცხადეთ, იქ ვწერდით ზუსტად იმას, რომ სპეციფიკური კოალიცია, რომელიც შექმნა ივანიშვილმა 2 წლის განმავლობაში ძირითადად გაუმკლავდა პროცესებს" - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

კომენტარები