კრიზისი კოალიციაში

სესიაშვილი: პრემიერს არ ჰქონდა უფლება შეჰგუებოდა ალასანიას არასწორ განცხადებას

ირაკლი სესიაშვილი
facebook.com/irakli.sesiashvili

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, ალასანიას ვითარების განმუხტვა შეეძლო, თუმცა ის გამოძიებას არ დაელოდა და არაეთიკური განცხადება გააკეთა. 

"მწამს, რომ ალასანიას შეეძლო ვითრება განემუხტა, ყოფნოდა ნებისყოფა იმისა, რომ დალოდებოდა გამოძიებას, როგორც მთავრობის წევრს და გამორჩეულ მინისტრს კარგად ესმის, რომ ქვეყანაში სამართლიანობის პოვნა შეიძლება. თუ ის დარწმუენბულია თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის სიმართლეში, არანაირი პრობლემა არ იყო, რომ დალოდებოდა გამოძიებას და შესაბამისი შედეგების შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება თუნდაც პოლიტიკური განცხადება გაეკეთებინა. მაგრამ მისი ეს განცხადება, რომელიც ვნახე, არა უბრალოდ არასწორი და არაეთიკური არამედ შეურცხმყოფელიც იყო. ეს განცხადება მიუღებელი იყო. საკუთარი თავის გაიგივება შეიარაღებულ ძალებთან, ეჭვექვეშ დაყენება საქართველოს სახელმწიფოს არჩევანისა, არასწორი ნაბიჯი იყო. ეს იყო საბოლოო წვეთი, რამაც კოალიცია მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ბატონ პრემიერს იგი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა. ამ მოვლენების შეცვლა თავად ირაკლი ალასანიას შეეძლო, მაგრამ სამწუხაროდ მან ეს არ გააკეთა და ფაქტობრივად პრემიერი იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა. პრემიერს არ ჰქონდა იმის უფლება, რომ შეჰგუფებოდა აბსოლუტურად მიუღებელ დ არაწორ განცხადებებს." - განაცხადა სესიაშვილმა გადაცემა არჩევანში.

სესიაშვილის განმარტებით, მოულოდნელი არ ყოფილა არც ალექსი პეტრიაშვილის გადადგომა, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ თავისუფალი დემოკრატები გააგრძელებ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობას. 

"შეიძლება ისინი რიგ შემთხვევებში ვიხილოთ როგორც ოპოზიციონრები, თუმცა პრინციპული გადაწყვეტილებების მღების პროცესში, რდესაც საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხარდაჭერა უმრავლესობას ექნება" - განმარტა სესიაშვილმა.

კომენტარები