კრიზისი კოალიციაში

პრემიერი: მინისტრი, რომელიც ვერ აწესრიგებს კვებას, ვერ დარჩებოდა თანამდებობაზე

მინისტრი რომელიც ვერ ახერხებს 2 წლის განმავლობაში ჯარისკაცების კვების მოწესრიგებას, რა თქმა უნდა ვერ ჩაითვლება ეფექტურ მინისტრად და მხოლოდ ამის გამოც, მე მას აუცილებლად გავათავისუფლებდი დაკავებული თანამდეობიდან. მინისტრი, რომელიც სავარაუდოდ, საკუთარ მეგობრებს აძლევს შესყიდვებს და ტენდერებს, რა თქმა უნდა ასევე ვერ დარჩებოდა დაკავებულ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ ნიშნავს, რომ თავდაცის სამინისტროში მოხდეს სავარაუდოდ 4 მილიონი ლარის გაფლნაგვა. ეს თანხა ჩვენს ჯარისკაცებს აკლდებათ.

განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების ოფისში საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით

კომენტარები