კრიზისი კოალიციაში

ალასანია: პროექტის განსაჯაროება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის საჩუქარია

ჩემს ინტერესებში შედის, რომ ობიექტური ჭეშმარიტება საზოგადოებამ დაინახოს. არასდროს არც ჩემგან არც ჩემი კოლეგებისგან არ ყოფილა ნათქვამი, რომ გმოძიება ან შეჩერდეს ან რაიმე ფორმით შეფერდეს. ჩვენ გვინდა, რომ გამოძიება წარიმართოს გამჭვირვალდედ. სწორედ ამის გამო დავაყენეთ ჩვენ საიდუმლო გრიფის მოხსნის საკითხი. საიდუმლოების მოხსნის იმ სტრატეგიულ პროექტზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის იყო უმნიშნველოვანესი და ამ გადაწყვეტილებებით, ასე საჯაროდ გამოტანით პრაქტიკულად წყალში ჩაიყარა ეს პროექტი. ამასთან დაკავშირებით მე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს და კონტრდაზვერვის სამსახურს, რომ შეისწავლოს პროკურორების ეს ქმედება. შეისწავლოს კონტრდაზვერვითი კუთხით. იმიტომ, რომ ეს პროექტი და ეს სწორად დახარჯული ფული პრაქტიკულად ჩვენი ქვეყნისთვის არის უკვე გადაყრილი იმიტომ, რომ ეს არის საჩუქარი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის, ის ინფორმაცია, რაც იქნა გამჟღავნებული. ამაში მე ვარ სრულად დარწმუენბული და და დაველოდები კონტრდაზვერვის სამსახურის პასუხს ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თავდაცვის საინისტრო ყველაზე სტრატეგიული დანიშნულების სამინისტროა ჩვენს უწყებაში, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტია.

განაცხადა ირაკლი ალასანიამ კომპანია სილქნეტისა და თავდაცვის სამინისტროს პროექტის შესახებ

კომენტარები