კრიზისი კოალიციაში

ალასანია: პრემიერის ნაცვლად დღეს პროკურორი დავინახე

Georgia's Defence Minister Irakli Alasania speaks to the media at the military base in Mukhrovani outside Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ქვეყანაში მიმდინარე უახლეს პროცესებს რუსთავი ორის ეთერში გადაცემა არჩევანში ეხმაურება. მისი თქმით, ყველა ქმედება დაგეგმილი იყო სწორედ თავდაცვის სამინისტროს იმიჯის შელახვის მიზნით. მისივე განმარტებით, მის და თავისუფალი დემოკრატებისთვის ახალი საინტერესო ეტაპი იწყება.

"პრემიერის ნაცვლად მე დღეს დავინახე პროკურორი. დღეს კიდევ უფრო გამირღმავდა ის ეჭვი, რომ მთელი ეს ქმედება დაგეგმილი იყო სწორედ იმიტომ, რომ შეელახა სამინისტროს იმიჯი და იმ კრიტიკულ მომენტებში, როდესაც მე ვხვდებოდი ჩემს უცხოელ კოლეგებს და ვთანხმდებნოდით ქვეყნის უსაფრთხოების საკთხებზე, მომენტი შეირჩა სპეციალურად, რომ ის ლეგიტიმაცია რომელიც სამინისტროს და მე მაქვს, ყოფილიყო შელახული." - განაცხადა ალასანიამ.

ალასანია ასევე თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს გამოეხმაურა. ალასანიას განმარტებით, დაკავებული პირები უდანაშაულოები არიან და შეეწერნენ მხოლოდ იმას, რომ მუშაობდნენ მისი მინისტრობის დროს. 

"ბუნებრივია ეს პოლიტიკურ ელფერს სძენს ყველაფერს. ქვეყანა ნატოსკენ მისწრაფება, ნაბიჯები რომელიც გადაიდგა ნატოს სამიტზე, ეს ყველაფერი თავდაცვის სამინისტროზეა. ხვალ იწყება ამ არსებითი პაკეტის იმპელემტნაციის საკთხებზე განხილვა. ეს იმიჯს ურტყამს ჩვენი ქვეყნის ზარალს. ერთადერთი ვინც ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყნაში ნატოს ინფრასტქუტურის განთავსებას და ჩვენს ევროატლანტიკურ კურსს, ამ ქვეყანას ჩვენი ტერიტორიების 20 % აქვს ოკუპირებული. პროკურატურა მიზანმიმართულად ურტყამს ქვეყნის ყველაზე ძლიერ რგოლს ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს" - აღნიშნა ალასანიამ.

ალასანიას თქმით, ხვალ პოლიტსაბჭო გაიმართება, სადაც ალასანია სწორედ კოალიციის სამომავლო კურსის საკითხს დააყენებს. მისი განმარტებით, საჭიროა მსჯელობა, თუ როგორ გააგრძელებს კოალიცია მუშაობას. 

ალასანია ასევე ავსტრიაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კომენტარს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, აუცილებელია, რომ ქვეყანა ძლიერი და დემოკრატიული ინსტიტუტებით აშენდეს.

"რაც განაცხადა პრეზიდენტმა, ეს არის ყველასთვის ყურადსაღები, არამარტო კოალიციისთვის არამედ მთელი საზოგადოებისთვის. უნდა ავაშენოთ ინსტიტუტებით მართული ქვეყანა, ბედნიერი ვარ რომ სრულად დეპოლიტიზირებულია თავდაცვის სამინისტრო. არ ერევა პოლიტიკა ჯარის საქმიანობაში. ეს არის ყველაზე მნიშნველოვანი მიღწევა. ეს მიღწეული იყო არამხოლოდ ჩემ მიერ არამედ მთელი გუნდის მიერ." - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაზე ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს გავლენა, ალასანიამ უპასუხა, რომ ამის შესახებ მანს ინფორმაცია არ გააჩნია. ალასანიას ასევე არ უპასუხია, დატოვებენ თუ არა თავისუფალი დემოკრატები კოალიციას.

კომენტარები