კრიზისი კოალიციაში

პრემიერმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტს დატოვებს. ამის შესახებ პრემიერმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ღარიბაშვილის განმარტებით, ალასანია ცდილობდა არსებული საკითხის პოლიტიზებას, რაც უარყოფითად აისახებოდა ქვეყნის უსაფრთხოებასა და მთავრობის ეფექტიან მუშაობაზე.

მისივე განმარტებით, კორუფციასთან ბრძოლა არის ხელისუფლების პრიორიტეტი და ის ვერ დაუშვებს საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზებას.

თავდაცვის მინისტრის პოსტს კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე დაიკავებს.

კომენტარები