კრიზისი კოალიციაში

პეტრიაშვილი: არცერთი თანამდებობა არ ღირს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებად

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის თქმით არცერთი თანამდებობა არ ღის პოლიტიკურ პრიორიტეტებად და ქვეყნის უსაფრთხოებად. 

"არცერთი, არც კოალიცია არც თანამდებობა და არაფერი სხვა არ ღირს იმად, რაც არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრინციპი. ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბლურობა. დღეს ერთი კონკრეტული ორგანო ცდილობს, რომ ზიანი მიაყენოს და მინდა გითხრათ, რომ ეს უკვე განხორციელდა" - განაცხადა პეტრიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პროკურატურის ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე შეტევაა. მისივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების და დღეს უკვე სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელების დაკავება  ქმნის ეჭვს, რომ "საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა NATO-სთან და ევროკავშირთან". მისი შეფასებით, "პროკურატურის ქმედებები არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე". ალასანიას განცხადებით, ხვალ მიმართავს კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოს, "შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საით მიჰყავს პროკურატურას საქმე და ეს ქვეყანა".

კომენტარები