კრიზისი კოალიციაში

საპარლამენტო უმრავლესობის პრემიერთან შეხვედრას თეა წულუკიანი ესწრება

netgazeti.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრება. შეხვედრა ქართული ოცნების ოფისში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. წულუკიანს პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრობის მანდატი მინისტრობის გამო აქვს შეჩერებული. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საგანგებო ბრიფინგს იუსტიციის მინისტრი არ დასწრებია.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პროკურატურის ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე შეტევაა. მისივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების და დღეს უკვე სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელების დაკავება  ქმნის ეჭვს, რომ "საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა NATO-სთან და ევროკავშირთან". მისი შეფასებით, "პროკურატურის ქმედებები არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე". ალასანიას განცხადებით, ხვალ მიმართავს კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოს, "შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საით მიჰყავს პროკურატურას საქმე და ეს ქვეყანა."

კომენტარები