კრიზისი კოალიციაში

პრეზიდენტი: ქვეყანა ძლიერი ინსტიტუტებით უნდა იმართებოდეს და არა კულუარებიდან

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

კოალიცია ქართულ ოცნებაში არსებულ კრიზისს ავსტრიიდან ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა. მარგველაშვილის თქმით, ქვეყანა ძლიერი ინსტიტუტებიდან უნდა იმართებოდეს და არა კულუარებიდან. მისივე შეფასებით, არსებული ვითარება ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უქმნის საფრთხეს.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კოალიციაში მიმდინარე კრიზისს, მაგრამ აქამდე განცხადება არ გაგვიკეთებია გამომდინარე იქიდან, რომ მიგვაჩნია, კოალიციის სუბიექტებმა თავისი რესურსით უნდა დაძლიონ ეს ვითარება. ჩვენ არაერთხელ ხაზი გაგვისვამს იმისთვის, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს ძლიერი ინსტიტუტებით და არა კულუარებიდან. შექმნილმა ვითარებამ მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ პოლიტიკური დაპირისპირება საფრთხეს უქმნის ინსტიტუტების ეფექტურ ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და, რაც მთავარია, ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტია. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩავერთვებით ამ პროცესების დარეგულირებაში", - განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი ავსტრიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

კომენტარები