თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ჩაფიძე: ალასანია ეფექტური მინისტრია და მან უნდა გააგრძელოს მუშაობა

ელისო ჩაფიძე
radiotavisupleba.ge

კოალიცია ქართული ოცნების წევრები ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან. შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით ტარდება. 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ელისო ჩაფიძის თქმით, უსიამოვნო ფაქტია ის, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები მაშინ დააკავეს, როდესაც მინისტრი მნიშვნელოვან შეხვედრაზე იმყოფებოდა.

"ამან დაასუსტა მინისტრის და ქვეყნის პოზიციები. ჩვენ ამ თემებს განვიხილავთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გუნდის ერთიანობა შენარჩუნდება", - განაცხადა ჩაფიძემ.

კითხვაზე, გაქვთ თუ არა კითხვები ირაკლი ალასანიასთან, დეპუტატი აცხადებს, რომ "მე მაქვს კითხვები საქმის ირგვლივ. იმედი მაქვს, ის ჩვენ შემოგვიერთდება. ალასანია გახლავთ ეფექტური მინისტრი და მან უნდა გააგრძელოს მუშაობა". 

ცნობისთვის, პრემიერმინისტრის ქართული ოცნების წევრებთან შეხვედრის პარალელურად, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატების გუნდთან ერთად, ბრიფინგს მართავს. პრემიერის შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან, ისევე, როგორც ალასანიას ბრიფინგი რამდენიმე წუთში, 18:00-ზე დაიწყება.

კომენტარები